დადგენილება №41/2011
2 მაისი 2011
2 მაისი 2011
„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საერთაშორისო სკოლის შექმნის შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 21 იანვრის №165 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის ,,ბ“ და ,,ს“ ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 54-ე მუხლის, 56-ე მუხლიე მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-9 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 28-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების (ოქმი №3) საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
-
,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საერთაშორისო სკოლის შექმნის შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 21 იანვრის №165 დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - ტურიზმის საერთაშორისო სკოლის შექმნის შესახებ“;
-
დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. შეიქმნას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეული - ტურიზმის საერთაშორისო სკოლა.“;
-
პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
,,11. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საერთაშორისო სკოლას, მის მიერ საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესებისაგან განსხვავებული წესით საქმიანობის უფლებამოსილებები და ამ უფლებამოსილებების განხორციელებისას უზრუნველსაყოფი თანმდევი ღონისძიებების განხორციელების პირობები განესაზღვროს თავისი დებულებით.“.
- გადაწყვეტილება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - ტურიზმის საერთაშორისო სკოლის შექმნის შესახებ დასამტკიცებლად გადაეცეს უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
- წინამდებარე დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
- დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
-
წინამდებარე დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი