დადგენილება №4/2011
12 იანვარი 2011
12 იანვარი 2011
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ეკოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთათვის სპეციალობის უცხო ენის (ფრანგული)
შემოღების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ“ და „ს“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ეკოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელისა და თსუ უცხო ენების შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელის 11.01.2011 №391/02 წარდგინების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
-
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ეკოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთათვის სასწავლო პროგრამაში შევიდეს “სპეციალობის უცხო ენა (ფრანგული)“, როგორც სარეკომენდაციო კურსი, თავისუფალი 20 კრედიტის ფარგლებში.
- დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი