დადგენილება №44/2011
2 მაისი 2011
2 მაისი 2011
სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან ტურიზმის სპეციალობის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორცილების უფლების ტურიზმის საერთაშორისო სკოლისათვის გადაცემის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ს“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ–ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მ/შ 29.04.2011 №10657/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
-
თსუ–ის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულს – ტურიზმის საერთაშორისო სკოლას განსახორციელებლად გადაეცეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები ტურიზმის სპეციალობით:
ა) ყოფილი სსიპ – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა „ბიზნესის მართვა (სპეციალობით ტურიზმის ბიზნესი)“;
ბ) სადოქტორო პროგრამა – ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტი (ინგლისურენოვანი), პროგრამის ხელმძღვანელი: სრული პროფ. მაია მარგველაშვილი (დამტკიცებულია თსუ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 25 ივნისის №66/2010 დადგენილებით).
-
დაევალოს თსუ–ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრულ პროფესორ მაია მარგველაშვილს ტურიზმისა და მასპინძლობის სპეციალობებით უმაღლესი საგანამანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია.
-
დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
-
დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
-
დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი