დადგენილება №45/2011
25 მაისი, 2011

„ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის  აკადემიური პერსონალის – სრული,
ასოცირებული  და ასისტენტ პროფესორების თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის ოდენობის დადგენის შესახებ“  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 10 მარტის №27/2010 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2011 წლის 29 აპრილის №10711/02 წერილობითი მიმართვის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 აპრილის  სხდომის ოქმის საფუძველზე,

       აკადემიური საბჭო ადგენს:

1.  ,,ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის  აკადემიური პერსონალის – სრული, ასოცირებული  და ასისტენტ პროფესორების თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის ოდენობის დადგენის შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 10 მარტის №27/2010 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგო, ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 22-საათიან (10 საათი სააუდიტორიო, 12 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ან  მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას - განისაზღვროს 720 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  – 1480 ლარი თვეში.“.

ბ) დადგენილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორის თანამდებობრივი სარგო, ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 24-საათიან (12 საათი სააუდიტორიო, 12 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ან  მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას -განისაზღვროს 540 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  – 860  ლარი თვეში.“.

გ) დადგენილებას მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე მე-41 პუნქტი:
,,41. დადგენილების პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ, ამჟამად მოქმედ აკადემიურ პერსონალს 2012 წლის 1 იანვრამდე გაეზარდოს ყოველთვიური სახელფასო დანამატი: ა) სრულ პროფესორს - 300 ლარით; ბ) ასოცირებულ პროფესორს - 300 ლარით; გ) ასისტენტ–პროფესორს - 100 ლარით.“.

2.    ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის  აკადემიური პერსონალის – სრული,
ასოცირებული  და ასისტენტ–პროფესორების სახელფასო დანამატის ოდენობის ხელახალი განსაზღვრა განხორციელდეს მომდევნო საბიუჯეტო წლისათვის, მის დაწყებამდე.

3.    წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ძალაში შევიდეს 2011-2012 სასწავლო წლიდან.

4.    წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული საკითხები დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

5.    წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.





ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი