დადგენილება №48/2011
25 მაისი, 2011

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
25.07.2011, 77/2011 დადგენილებით


,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის №36 დადგენილებით დამტკიცებულ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში“ ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის,  57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.     სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 26 მარტის №36 დადგენილებით დამტკიცებულ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში შეტანილ ექნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) პირველი მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თსუ-ს სტუდენტის სტატუსის მინიჭება
1.     ბაკალავრიატის/დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის საფეხურზე სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2.  პროფესიულ პროგრამებზე პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველია ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების გამოცდა.
3.  მაგისტრატურის საფეხურზე სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველია სამაგისტრო გამოცდის შედეგები, რომელიც მოიცავს საერთო სამაგისტრო გამოცდასა და შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით განსაზღვრულ შიდა გამოცდას/გამოცდებს.
4.     დოქტორანტურაში მიღების წესი განისაზღვრება თსუ-ის შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით.
5.  ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტებს/მაგისტრანტობის კანდიდატებს თსუ–ის სტუდენტის სტატუსი მიენიჭება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

ბ) მე–2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თსუ-ში მობილობის წესით ჩარიცხვა
თსუ-ში მობილობის წესით ჩარიცხვა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

გ) პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:
„11. ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია
სტუდენტთა სემესტრული რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად: ადმინისტრაციული – ბანკში სწავლის საფასურის გადახდით და აკადემიური (საგნობრივი) - ,,სასწავლო პროცესის მართვის სისტემის” საშუალებით.“.

2.     წინამდებარე დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3.     წინამდებარე დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4.     დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი