დადგენილება №49/2011
25 მაისი, 2011


სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის და ეკონომიკის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებში (ყოფილი სსიპ – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის“ და შპს – ,,საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის“ ბიზნესის და მართვის მიმართულების და ეკონომიკის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებში) ცვლილებების შეტანის შესახებ“აკადემიური საბჭოს №9/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის `ბ` და `ს` ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის `ბ` ქვეპუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის წერილის (29.04.2011 №10657/02) საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიზნესის მართვის და ეკონომიკის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებში (ყოფილი სსიპ – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის”  და შპს – ,,საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის”  ბიზნესის  და მართვის მიმართულების და ეკონომიკის  უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებში)  ცვლილებების შეტანის შესახებ” აკადემიური საბჭოს  2011 წლის 31 იანვრის №9/2011 დადგენილების მე–3 პუნქტით დამტკიცებულ დანართ 4–ში  შეტანილ იქნეს ცვლილებები განვლილი პირველი და მეორე სემესტრების ნაწილში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 1).

2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი