ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
19.12.2016, №153/2016 დადგენილებით
29 ივნისი, 2011
დადგენილება №60/2011


სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამოქმედო (სტრატეგიული) გეგმების დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს თანდართული:

ა) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების გრძელვადიანი (ექვსწლიანი) სამოქმედო (სტრატეგიული) გეგმა (დანართი 1);

ბ) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების ერთწლიანი სამოქმედო (სტრატეგიული) გეგმა (დანართი 2);

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი