დადგენილება №6/2011
12 იანვარი 2011

"2009-2010 სასწავლო წელს ჩარიცხული ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის უცხოური ენების სწავლების დარეგულირების შესახებ" სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის №237 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

 
,,უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის" 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 12.01.2011 №00411/02 წარდგინების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2009-2010 სასწავლო წელს ჩარიცხული ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის უცხოური ენების სწავლების მარეგულირებელ წესში განხორციელდეს შემდეგი სახის ცვლილება და დამატება:
ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. 2009-2010 სასწავლო წლიდან ჩარიცხული მაგისტრანტებისათვის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების წინაპირობად განისაზღვროს კურიკულუმით განსაზღვრული, არანაკლებ 120 ECTS კრედიტის დაგროვება".
ბ) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 31 პუნქტი:
   
,,31. 2009-2010 წლებში ჩარიცხული იმ მაგისტრანტებისათვის, რომელთა სამაგისტრო პროგრამა არ ითვალისწინებს უცხოური ენის არანაკლებ B2 დონეზე სწავლებას, უცხოური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სასერტიფიკაციო გამოცდის მიზანშეწონილება განისაზღვროს ინდივიდუალურად, სტუდენტისა და პროგრამის ხელმძღვანელის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე".

გ) პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
დ) პირველი მუხლის მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
ე) პირველი მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,12. ბაკალავრიატის სტუდენტები გათავისუფლდნენ უცხოურ ენაში სასერტიფიკაციო გამოცდისგან უცხოური ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დამადასტურებელი, საერთაშორისო აღიარების მქონე სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში. უცხოური ენების ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატების აღიარების წესი დარეგულირდეს თსუ აკადემიური საბჭოს სპეციალური დადგენილებით”.

ვ) პირველი მუხლის მე-13 პუნქტი ამოღებულ იქნას.
ზ) მეორე მუხლი ამოღებულ იქნას.

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურსა და თსუ საგამოცდო  ცენტრს.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს თსუ კანცელარიას.

4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


                               

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი