დადგენილება №72/2011
11 ივლისი, 2011


„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2010–2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობის განხორციელების საპილოტე წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს №12/2011 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის "გ" და ,,ს“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2010–2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობის განხორციელების საპილოტე წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 31 იანვრის №12/2011 დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შიდა მობილობის განხორციელების საპილოტე წესის დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

3. დადგენილების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. დადგენილება  ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი