დადგენილება №74/2011
25 ივლისი, 2011
25 ივლისი, 2011
ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
06.09.2011; №84 დადგენილებით
სსიპ
– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ
პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო
კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის
,,ს” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008
წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
წესდების” 44–ე მუხლის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91
დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის
N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და
ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7
მუხლისა და უნვერსიტეტის რექტორის 2011 წლის 29 ივნისის N64/01-01
ბრძანების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ
პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო
კომისია შემდეგი შემადგენლობით:
კომისიის თავმჯდომარე: მარიამ გერსამია – სრული პროფესორი;
კომისიის მდივანი: თამარ დოლბაია – ასისტენტ პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის დოქტორი;
წევრები:
1. რევაზ გაჩეჩილაძე – სრული პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება;
2. სერგი კაპანაძე – ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება;
3. ირაკლი კალანდია – ფილოსოფიის დოქტორი, ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი;
4. მანანა შამილიშვილი – ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკის მიმართულება;
5. ალექსანდრე კუხიანიძე – სრული პროფესორი, პოლიტიკური მეცნიერების მიმართულება;
6. ნოდარ სარჯველაძე – ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
7. ამოღებულია (06.09.2011; №84)
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი