25 ივლისი, 2011
დადგენილება №79/2011



„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის პროფესიული უმაღლესი, საბაკალავრო და დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო  პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 25 ივნისის №64/2010 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ



„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 25.07.2011 №19486/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის პროფესიული უმაღლესი, საბაკალავრო და დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო  პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 25 ივნისის №64/2010 დადგენილებით დამტკიცებულ №2 დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა)  საბაკალავრო პროგრამა „მათემატიკა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 1);
ბ) საბაკალავრო პროგრამა „ქიმია“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 2);
გ) საბაკალავრო პროგრამა „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიო-ტექნოლოგია“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 3);
დ) საბაკალავრო პროგრამა „ეკოლოგია“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 4).

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი