დადგენილება №86/2011
7 სექტემბერი, 2011




სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სრულ და ასოცირებულ პროფესორთათვის შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი  პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის #23037/02, 6.09.2011 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. ­„ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსი­ტეტის  მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 15 სექტემბრის №127 და „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე  ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 10 ოქტომბრის №148 დადგენილებებით სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ამ დადგენილების დანართით განსაზღვრულ პროფესორებს გაუგრძლდეს აკადემიურ თანამდებობებზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2012 წლის 1 აგვისტომდე (დანართი 1).

2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი