დადგენილება №9/2011
31 იანვარი 2011
31 იანვარი 2011
ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
25.05.2011, №49/2011 დადგენილებით
სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის და ეკონომიკის უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამებში (ყოფილი სსიპ – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო
უნივერსიტეტის” და შპს – ,,საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო
უნივერსიტეტის” ბიზნესის და მართვის მიმართულების და ეკონომიკის უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამებში) ცვლილებების შეტანის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის 21–ე მუხლის `ბ` და `ს` ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო
სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის `ბ` ქვეპუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის 31.01.11; №85/23–03 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
აკადემიური საბჭო ადგენს:
- დამტკიცდეს ცვლილებები სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010-2012 სასწავლო წლების ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაში (ყოფილი სსიპ – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის” ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების 2010-2012 სასწავლო წლების სამაგისტრო პროგრამებში) (დანართი 1);
- დამტკიცდეს ცვლილებები სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010-2012 სასწავლო წლების ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამაში (ყოფილი სსიპ – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის” ეკონომიკის 2010-2012 სასწავლო წლების სამაგისტრო პროგრამაში) (დანართი 2);
- დამტკიცდეს ცვლილებები სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010-2014 და 2009-2013 სასწავლო წლების ბიზნესის მართვის საბაკალავრო პროგრამებში (ყოფილი სსიპ – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის” ბიზნესის მართვის 2010-2014, 2009-2013, სასწავლო წლების საბაკალავრო პროგრამებში) (დანართი 3, დანართი 4).
- დამტკიცდეს ცვლილებები სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2008-2012 სასწავლო წლების – ბიზნესის ორგანიზაცია და მართვის, ტურიზმის ბიზნესის, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის, მენეჯმენტის და ადმინისტრირების, საბუღალტრო და საგადასახადო საქმე საბაკალავრო პროგრამებში (ყოფილი სსიპ – ,,თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის” – ბიზნესის ორგანიზაცია და მართვის, ტურიზმის ბიზნესის, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის, მენეჯმენტის და ადმინისტრირების, საბუღალტრო და საგადასახადო საქმე 2008-2012 სასწავლო წლების საბაკალავრო პროგრამებში) (დანართი 5).
- დამტკიცდეს ცვლილებები სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010-2014, 2009-2013, 2008-2012 სასწავლო წლების ბიზნესის მართვის საბაკალავრო პროგრამებში (ყოფილი შპს – ,,საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის” ბიზნესის და მართვის მიმართულების 2010-2014, 2009-2013, 2008-2012 სასწავლო წლების საბაკალავრო პროგრამებში) (დანართი 6, დანართი 7 და დანართი 8).
- კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
- დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ალექსანდრე
კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი