დადგენილება №95/2011
23 სექტემბერი, 2011



დოქტორ ალეხანდრო სელესტინო ტოლედო მანრიკესათვის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 23.09.2011, №1197/23–05  წარდგინების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.  პერუს რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების მხარდაჭერისათვის, ეკონომიკისა და განათლების მეცნიერებებში შეტანილი ღვაწლისათვის, ცნობილ პოლიტიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს, სტენფორდის უნივერსიტეტის (აშშ) დოქტორს, პერუს რესპუბლიკის 92–ე პრეზიდენტს, დოქტორ ალეხანდრო სელესტინო ტოლედო მანრიკეს მიენიჭოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე