დადგენილება № 20/2014
26 თებერვალი, 2014
„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ26 თებერვალი, 2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 24.02.2014, №6157/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) I ნაწილის „ა“ პუნქტის 1-ლი ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება“ (დანართი 1);
ბ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-3 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფიზიკა“ (დანართი 3);
გ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-4 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ქიმია“ (დანართი 4);
დ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-5 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ბიოლოგია“ (დანართი 5);
ე) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-6 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „გეოგრაფია“ (დანართი 6);
ვ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-81 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია“ (დანართი 190);
ზ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-83-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ეკოლოგია“ (დანართი 192);
თ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-14 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ფუნდამენტური ფიზიკა“ (დანართი 14);
ი) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-19 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება“ (დანართი 19);
კ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-20 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გეომორფოლოგია, კარტოგრაფია და ლანდშაფტური დაგეგმარება“ (დანართი 20);
ლ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის 231 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი ბიომეცნიერებები“ (დანართი 193);
მ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის 232 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი ბიომეცნიერებები (ინგლისურენოვანი)“ (დანართი 194);
ნ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 65-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა“ (დანართი 65);
ო) II ნაწილის „გ“ პუნქტის 66-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ნაციონალიზმი და ეთნიკურობის კვლევები“ (დანართი 66);
პ) IV ნაწილის „გ“ პუნქტის 921-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ევროპისმცოდნეობა“ (დანართი 217);
2. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების II ნაწილის „დ“ პუნქტს დაემატოს 766-ე ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„766. გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია (დანართი 218).“.
3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი