დადგენილება №16/2015
26 იანვარი, 2015
თსუ-ს პროფესორის თეიმურაზ პაპასქირის მიერ აკადემიური ეთიკის დარღვევის შესახებ შემოსულ განცხადებასთან დაკავშირებით ჩატარებული წარმოების შედეგების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ეთიკისა და სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფუნქციის განმახორციელებელი პერსონალის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ დებულების მიღების თაობაზე“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 19 მაისის №46 დადგენილებით მიღებული და უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 26 ივნისის №3 სხდომის ოქმით დამტკიცებული ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ეთიკისა და სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფუნქციის განმახორციელებელი პერსონალის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 7 ნოემბრის №199/01-01 ბრძანებით შექმნილი აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენი კომისიის 21.01.2015, №1346/02 წერილით წარმოდგენილი 2015 წლის 17 იანვრის დასკვნისა და აკადემიური საბჭოს 2015 წლის 26 იანვრის №2 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
- მიღებულ იქნას დარღვევის არ არსებობის თაობაზე რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 7 ნოემბრის №199/01-01 ბრძანებით შექმნილი აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენი კომისიის დასკვნა ინფორმაციის სახით (ცნობად).
- განმცხადებლის (თსუ-ს პროფესორი ნინო კიღურაძე) მიერ მცდარი მოსაზრებების წარმოდგენის თაობაზე ინფორმაცია გამოსაქვეყნებლად გადაეცეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტს“.
- წინამდებარე დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე და შესაძლებელია გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა რექტორი, პროფესორი