დადგენილება №93/2015 - „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დადგენილება №93/2015
14 სექტემბერი   2015

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი, მეორე და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2015  წლის 10 ივნისის №90/01-01, №89/01-01 და 2015  წლის 9 ივლისის №108/01-01 ბრძანებებისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორის  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების  (აკადემიური საბჭოს 2015 წლის 27 ივლისის №71/2015 დადგენილება) გადაწყვეტილებების (წერილები: 11.09.2015,  №31740/02; 11.09.2015,  №31719/02; 10.09.2015,  №31596/02; 10.09.2015,  №31540/02; 10.09.2015,  №31622/02) საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებები და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:
ა) დადგენილების პირველი პუნქტის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ლ“  ქვეპუნქტი:
„ა.ლ) რუსუდან მესხია - ასისტენტ-პროფესორი.”
ბ) დადგენილების პირველი პუნქტის I ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ვ“ და  „ბ.ზ“ ქვეპუნქტები:
„ბ.ვ) პეტრე ბაბილუა - ასისტენტ-პროფესორი;
ბ.ზ) ზაზა ხეჩინაშვილი- ასისტენტ-პროფესორი.“
გ) დადგენილების პირველი პუნქტის II ნაწილის „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ე“  ქვეპუნქტი:
„გ.ე) პაპუნა ქარჩავა - ასისტენტ-პროფესორი.”
დ) დადგენილების პირველი პუნქტის IV ნაწილის „ე“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ე“  ქვეპუნქტი:
„ე.ე) გიორგი დვალაშვილი - ასისტენტ-პროფესორი.”
ე) დადგენილების პირველი პუნქტის V ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ბ“  ქვეპუნქტი:
„ა.ბ) ლევ გეონჯიანი - ასისტენტ - პროფესორი.”
ვ) დადგენილების პირველი პუნქტის V ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.გ“  ქვეპუნქტი:
„ბ.გ) ლევან შოშიაშვილი - ასისტენტ - პროფესორი.”
ზ) დადგენილების პირველი პუნქტის VIII ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ.გ“  ქვეპუნქტი:
„ვ.გ) მაია გაიოზიშვილი - ასისტენტ - პროფესორი.”
თ) დადგენილების პირველი პუნქტის VIII ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ.დ“  ქვეპუნქტი:
„ზ.დ) ეკატერინე ბაკურაძე - ასოცირებული პროფესორი.”

2. ამოღებულ იქნეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 23 სექტემბრის №98/2011 დადგენილების პირველი პუნქტის მათემატიკის მიმართულების „ა“ ქვეპუნქტის პირველი ნომერი და „ბ“ ქვეპუნქტის პირველი და მე-2 ნომრები, პირველი პუნქტის კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების „ბ“ ქვეპუნქტის მე-2 ნომერი, პირველი პუნქტის გეოგრაფიის მიმართულების „ბ“ ქვეპუნქტის პირველი ნომერი, პირველი პუნქტის ბიოლოგიის მიმართულების „ა“ ქვეპუნქტის პირველი ნომერი და „დ“ ქვეპუნქტის პირველი ნომერი, პირველი პუნქტის ელექტრონიკის მიმართულების „ა“ ქვეპუნქტის პირველი და მე-2 ნომრები.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შედის 2015 წლის 26 სექტემბრიდან.




რექტორი, პროფესორი  აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე