დადგენილება №125/2015 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016-2017 სასწავლო წლის ბაკალავრიატისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ

დადგენილება №125/2015
     14   დეკემბერი ,  2015

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016-2017 სასწავლო წლის ბაკალავრიატისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა  და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 14.12.2015, №46323/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.   დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016-2017 სასწავლო წლის ბაკალავრიატისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ანკეტა-კითხვარი (დანართი 1). 
2.  დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3.   დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას. 
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორი, პროფესორი                                                       აკადემიკოსი  ვლადიმერ  პაპავა 
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე