დადგენილება №25/2015 - “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2015-2016 სასწავლო წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 9 თებერვლის №21/2015 დადგენილებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების შესახებ

დადგენილება №25/2015
16 თებერვალი, 2015

“სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2015-2016 სასწავლო წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2015 წლის 9 თებერვლის №21/2015 დადგენილებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 59-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა   და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 12.02.2015, №4105/02 წერილის საფუძველზე,

 აკადემიური საბჭო ადგენს:

1. გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის  2015 - 2016  სასწავლო   წლის   საერთო    სამაგისტრო    გამოცდების   ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2015 წლის 9 თებერვლის №21/2015 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართ №1-ში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი №1). 
2.   დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3.  დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


პროფესორი აკადემიკოსი შოთა სამსონია
აკადემიური საბჭოს 
სხდომის თავმჯდომარე, 
აკადემიური საბჭოს წევრი