დადგენილება №17/2015 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე - სამართალი - საგამოცდო პერიოდის ვადის განსაზღვრის შესახებ

დადგენილება №17/2015
2 თებერვალი, 2015

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე - სამართალი - საგამოცდო პერიოდის ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის "წ" ქვეპუნქტის, მე-9 მუხლის მე-14 პუნქტის, თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის და თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის №2663/02, 2.02.2015 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

  1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე - სამართალი - საგამოცდო პერიოდი 2015 წლის 20 თებერვლამდე.
  2. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
  3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
  4. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი