დადგენილება №52/2015
4 მაისი, 2015
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
აკადემიური საბჭო ადგენს:
- შევიდეს ცვლილება “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“2. აკადემიური საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობა განისაზღვრება 14 წევრით. თითოეულ ფაკულტეტს ყავს თანაბარი რაოდენობის წარმომადგენელი:
ა) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – 2 წევრი;
ბ) იურიდიული ფაკულტეტი – 2 წევრი;
გ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – 2 წევრი;
დ) მედიცინის ფაკულტეტი – 2 წევრი;
ე) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 2 წევრი;
ვ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 2 წევრი;
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი – 2 წევრი.” - ამოღებულ იქნეს “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტი.
- შევიდეს ცვლილება “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აკადემიური საბჭოს დადგენილება მიიღება ამ რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“, „ჟ“, „რ“, „ს“, „უ“, „ქ“, „ღ“, „ყ“, „ჩ“, „ც“, „ძ“, „წ“, „ჭ“, „ხ“, „ჯ“, „ჰ“, „ჰ1“, „ჰ2“, „ჰ3“, „ჰ4“, „ჰ5“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ, ასევე რექტორის აპარატისა და აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსის არჩევის/გათავისუფლებისა და ამ რეგლამენტის მიღებისა და მასში ცვლილებების შეტანის საკითხებზე.“ - დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
- წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
- დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე