დადგენილება №57/2015
19 ივნისი, 2015
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ყოფილი თანამშრომლებისათვის, რომლებსაც უნივერსიტეტში ეკავათ აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა, ანაზღაურების გაცემის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-7 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ყოფილი თანამშრომლებისათვის, რომლებსაც უნივერსიტეტში ეკავათ აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა, ანაზღაურების გაცემის წესისა და პირობების განსაზღვრის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ რექტორის 2015 წლის 3 აპრილის №53/01-01 ბრძანებით შექმნილი ჯგუფის 8.06.2015, №04/01-01-04-07 წარდგინების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.
მიღებულ იქნეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ყოფილი თანამშრომლებისათვის, რომლებსაც უნივერსიტეტში ეკავათ აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა, ანაზღაურების გაცემის წესი და პირობები (დანართი №1).
2.
აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3.
დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.
წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის 2015 წლის 1 ოქტომბრიდან.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე