დადგენილება №9/2015
22 იანვარი, 2015
უნივერსიტეტის პროფესორის ნინო კიღურაძის მიერ აკადემიური ეთიკის დარღვევის შესახებ შემოსულ განცხადებასთან დაკავშირებით ჩატარებული წარმოების შედეგების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონი - საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ო’’ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ეთიკისა და სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფუნქციის განმახორციელებელი პერსონალის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ დებულების მიღების თაობაზე“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 19 მაისის №46 დადგენილებით მიღებული და უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 26 ივნისის №3 სხდომის ოქმით დამტკიცებული ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ეთიკისა და სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფუნქციის განმახორციელებელი პერსონალის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტისა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 14 აგვისტოს №133/01-01 ბრძანებით შექმნილი აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენი კომისიის 14.11.2014, №39429/02 წერილით წარმოდგენილი 2014 წლის 12 ნოემბრის დასკვნისა და აკადემიური საბჭოს 2015 წლის 22 იანვრის №1 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
აკადემიური საბჭო ადგენს:
- უნივერსიტეტის პროფესორის ნინო კიღურაძის მიერ აკადემიური ეთიკის დარღვევის შესახებ შემოსულ 2014 წლის 31 ივლისის №23620/02 განცხადებასთან (განცხადების წარმომდგენი - უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მერაბ კალანდაძე) დაკავშირებით უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის №133/01-01 ბრძანებით შექმნილი აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენი კომისიის მიერ ჩატარებული წარმოების შედეგების - დარღვევის არსებობის შესახებ კომისიის დასკვნის საფუძველზე:
ა) ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 17 ივლისის №77/2014 დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და ამოღებულ იქნას „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებიდან XII ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი;
ბ) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა უზრუნველყოს ნინო კიღურაძესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:
ბ.ა. 2015 წლის 1 თებერვლამდე, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით, უზრუნველყოს ნინო კიღურაძის გაფრთხილება და ინფორმირება მასთან 2014 წლის 5 აგვისტოს №1519/07 შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;
ბ.ბ. ნინო კიღურაძის გაფრთხილებიდან 31-ე კალენდარულ დღეს უზრუნველყოს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის მომზადება და გამოცემა მასში კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი ოდენობის კომპენსაციის გათვალისწინებით. - დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
- დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტსა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს შემდგომში სამსახურებრივი ურთიერთობის (დასაქმების) შესაძლო დამყარების შემთხვევაში, გაითვალისწინონ ნინო კიღურაძის მიერ აკადემიური ეთიკის დარღვევის ფაქტი.
- წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი ძალაში შედის ნინო კიღურაძის გაფრთხილებიდან 31-ე დღეს.
- დადგენილება შესაძლებელია გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა რექტორი, პროფესორი