დადგენილება №81/2015
27 ივლისი 2015
,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №36/2012 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ტ“, ,,ჩ“ და „წ“ ქვეპუნქტების, 32-ე მუხლის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრის ქეთევან მარშავას 2014 წლის 12 ივნისის №18392/02 და თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის 23.07.2015, №24198/02 წერილების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.
შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №36/2012 დადგენილებაში:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ბ) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესი და პირობები (დანართი №1).“;
გ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესი და პირობები“;
დ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ტექსტში შემდგომ - ,,უნივერსიტეტი“ ან ,,თსუ“) აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების საკითხი წყდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, აკადემიური თანამდებობების დაკავების მიზნით გამოცხადებული ყოველი ცალკეული კონკურსისათვის.“;
ე) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლი ამოღებულ იქნეს.
ვ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართ №1-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 21 მუხლი:
,,მუხლი 21. უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის პირისათვის ემერიტუსის წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესი და პირობები
1. ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი“ (შემდგომში – ემერიტუსი) წარმოადგენს უნივერსიტეტის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე დაწესებულ აკადემიურ წოდებას.
2. ,,ემერიტუსის“ აკადემიური წოდება ენიჭება პირს, რომელიც ამ წოდების მინიჭების შესახებ განაცხადის გაკეთების მომენტისათვის:
ა) არის 65 წლის ან მეტი ასაკის;
ბ) უკავია უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობა;
გ) ორჯერ მაინც იყო არჩეული უნივერსიტეტის პროფესორის (სრული პროფესორის) თანამდებობაზე;
დ) აქვს თსუ-ში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 20 წლის გამოცდილება.
3. ემერიტუსის წოდება პირს ენიჭება შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე, მისი განცხადებისა და შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე, აკადემიური საბჭოს მიერ. უფლებამოსილ პირს, მისი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, მაგრამ ხელშეკრულების ვადის ნახევრის გასვლის შემდგომ, აქვს უფლება მოითხოვოს მისთვის ემერიტუსის წოდების მინიჭება, პროფესორის თანამდებობიდან გათავისუფლების პირობით. ემერიტუსის წოდების მინიჭებისთანავე იგი თავისუფლდება უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობიდან. აკადემიური საბჭოს მიერ პირისათვის დადგენილი წესით ემერიტუსის წოდების მინიჭების საკითხი განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება სემესტრებს შორის პერიოდში.
4. უნივერსიტეტის 65 წლის ან მეტი ასაკის სრული პროფესორი, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება და გააკეთოს განაცხადი ან ემერიტუსის წოდების მისანიჭებლად, ან უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების შესახებ განაცხადის გაკეთების შემდგომ პირი ვერ დაიკავებს პროფესორის თანამდებობას, იგი კარგავს ემერიტუსის წოდების მინიჭებაზე განაცხადის გაკეთების უფლებას.
5. უნივერსიტეტის ემერიტუსის წოდების მქონე პირს უნივერსიტეტის მიერ მიეცემა ყოველთვიური ანაზღაურება, რომელიც შეადგენს მისთვის ემერიტუსის წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღებისას უნივერსიტეტში არსებული პროფესორის ყველაზე დაბალი თანამდებობრივი სარგოს 90 %-ს.
6. უნივერსიტეტის ემერიტუსის წოდების მქონე პირს, უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული ანაზღაურებისა, ფაკულტეტის ბიუჯეტიდან შესაძლოა მიეცეს დამატებითი ანაზღაურება, ემერიტუსის წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღებისას ამავე ფაკულტეტზე არსებული პროფესორის ყველაზე დაბალი თანამდებობრივი სარგოს არა უმეტეს 50 %-სა.“;
ზ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
,,4. ემერიტუსის წოდების მქონე პირებისათვის განსაზღვრული ანაზღაურების ოდენობა, რომელიც მათ განესაზღვრათ ხსენებული წოდების მინიჭებისას ცვლილებას (შეცვლას) არ ექვემდებარება.“.
2. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე