დადგენილება №59/2015 - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

დადგენილება №59/2015
 19 ივნისი, 2015


„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის "ქ" ქვეპუნქტისა და თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის 11.06.2015, №19072/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებაში ცვლილების მიზანია შეავსოს შიდასამართლებრივი ბაზა, რათა უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე სტუდენტებს მიეცეთ ვიზის/ბინადრობის მოწმობის მისაღებად გონივრულ ვადებში ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის გავლის  და შესაბამის სემესტრში სასწავლო პროცესში მონაწილეობის მზაობის დადასტურების შესაძლებლობა.
2. შეტანილ იქნეს დამატება „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებით  დამტკიცებულ  №1 დანართში და დაემატოს შემდეგი შინაარსის ’’62’’ მუხლი:

,, მუხლი 62. წინასწარი ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე სტუდენტებისთვის

1. უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე სტუდენტს უფლება აქვს გაიაროს წინასწარი ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია რექტორის ბრძანებით რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადის დაწყებამდე 60 დღის განმავლობაში. აღნიშნული რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში სტუდენტს სტატუსი ეთვლება აქტიურად.
2. უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე სტუდენტი წინასწარი ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის განცხადებით მიმართავს თსუ-ს საფინანსო დეპარტამენტს, ხოლო წინასწარი აკადემიური რეგისტრაციისათვის - შესაბამის ფაკულტეტს.’’
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. 



რექტორი, პროფესორი                                                     აკადემიკოსი  ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე