დადგენილება №70/2015
27 ივლისი, 2015
„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 17.07.2015, №23523/02, 21.07.2015, №23888/02, 21.07.2015, №23889/02, 21.07.2015, №23823/02, 21.07.2015, №23822/02 და 23.07.2015, №24265/02 წერილების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.
შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების I ნაწილის შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) I ნაწილის “ა“ პუნქტის მე-2 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „მათემატიკა “ (დანართი 2);
ბ) I ნაწილის “ბ“ პუნქტის მე-10 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ინფორმაციული სისტემები“ (დანართი 10);
გ) I ნაწილის “ბ“ პუნქტის მე-11 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ინფორმაციული ტექნოლოგიები“ (დანართი 11);
დ) I ნაწილის “ბ“ პუნქტის მე-12 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „მათემატიკა“ (დანართი 12);
ე) I ნაწილის “ბ“ პუნქტის მე-13 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი მათემატიკა“ (დანართი 13);
ვ) I ნაწილის “ბ“ პუნქტის მე-16 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ქიმია“ (დანართი 16);
ზ) I ნაწილის “ბ“ პუნქტის მე-17 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ქიმიური ექსპერტიზა“ (დანართი 17);
თ) I ნაწილის “ბ“ პუნქტის მე-18 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ბიოლოგია“ (დანართი 18);
ი) I ნაწილის “ბ“ პუნქტის მე-19 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება“ (დანართი 19);
კ) I ნაწილის “ბ“ პუნქტის მე-20 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გეომორფოლოგია, კარტოგრაფია და ლანდშაფტური დაგეგმარება“ (დანართი 20);
ლ) I ნაწილის “ბ“ პუნქტის 21-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გეოლოგია“ (დანართი 21);
მ) I ნაწილის “ბ“ პუნქტის 23-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია“ (დანართი 23);
ნ) I ნაწილის “ბ“ პუნქტის 231 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი ბიომეცნიერებები“ (დანართი 193);
ო) I ნაწილის “ბ“ პუნქტის 232 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი ბიომეცნიერებები (ინგლისურენოვანი)“ (დანართი 194);
პ) I ნაწილის “გ“ პუნქტის 24-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება“ (დანართი 24);
ჟ) I ნაწილის “გ“ პუნქტის 26-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ფიზიკა“ (დანართი 26);
რ) I ნაწილის “გ“ პუნქტის 28-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ბიოლოგია“ (დანართი 28);
ს) I ნაწილის “გ“ პუნქტის 29-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „გეოგრაფია“ (დანართი 29);
ტ) I ნაწილის “გ“ პუნქტის 30-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „გეოლოგია“ (დანართი 30);
უ) I ნაწილის “გ“ პუნქტის 31-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია“ (დანართი 31);
ფ) I ნაწილის “გ“ პუნქტის 33-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „გამოყენებითი ეკოლოგია“ (დანართი 33).
2. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების III ნაწილის შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) III ნაწილის “ა“ პუნქტის 77-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ეკონომიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 77);
ბ) III ნაწილის “ა“ პუნქტის 78-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 78);
გ) III ნაწილის “ბ“ პუნქტის მე-80 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ეკონომიკა“ (დანართი 80);
დ) III ნაწილის “ბ“ პუნქტის 81-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება“ (დანართი 81);
ე) III ნაწილის “გ“ პუნქტის 84-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ეკონომიკა“ (დანართი 84);
ვ) III ნაწილის “გ“ პუნქტის 85-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება“ (დანართი 85).
3. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების V ნაწილის შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) V ნაწილის “ბ“ პუნქტის 94-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „მედიცინა“ (დანართი 94);
ბ) V ნაწილის “ბ“ პუნქტის 96-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „მედიცინა (ინგლისურენოვანი)“ (დანართი 96);
გ) V ნაწილის “დ“ პუნქტის 98-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ (დანართი 98).
4. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების VI ნაწილის „ე“ პუნქტს დაემატოს 1781 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„1781. სკანდინავისტიკა (დანართი 259)“.
5. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების VII ნაწილის შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) VII ნაწილის “ა“ პუნქტის 191-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 225);
ბ) VII ნაწილის “ბ“ პუნქტის 195-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია“ (დანართი 229);
გ) VII ნაწილის “ბ“ პუნქტის 196-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „განათლების ფსიქოლოგია და კვლევა“ (დანართი 230);
დ) VII ნაწილის “ბ“ პუნქტის 204-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური)“ (დანართი 238);
ე) VII ნაწილის “დ“ პუნქტის 216-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული დამატებითი სპეციალობის პროგრამა „პედაგოგიკა“ (დანართი 250).
6. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების VII ნაწილის „გ“ პუნქტს დაემატოს 2151 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„2151. განათლების ფსიქოლოგია (დანართი 260)“.
7. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
8. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
9. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
10. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე