დადგენილება №118/2015 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის მინიჭების ღონისძიებათა უზრუნველყოფის მიზნით საუნივერსიტეტო საპრემიო კომისიის შექმნის შესახებ

დადგენილება №118/2015
26 ოქტომბერი, 2015

ივანე ჯავახიშვილის  სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის მინიჭების ღონისძიებათა უზრუნველყოფის მიზნით საუნივერსიტეტო საპრემიო კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო  პრემიის გაცემის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 11 ნოემბრის №123/2013 დადგენილებისა  და თსუ-ს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის და იურიდიული დეპარტამენტის 13.10.2015, №38400/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.   ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის მინიჭების ღონისძიებათა უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას საუნივერსიტეტო საპრემიო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა)   ლევან ალექსიძე - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ)  იოსებ სალუქვაძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ზაზა სხირტლაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ)  რამაზ ქურდაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ე)  ელგუჯა ხინთიბიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ვ)  გიორგი დავითაშვილი - თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი;
ზ)   გიორგი გოგსაძე - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი.

2. საუნივერსიტეტო საპრემიო კომისიის საქმიანობა და სხვა პროცედურული საკითხები რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობისა და „ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო  პრემიის გაცემის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 11 ნოემბრის №123/2013 დადგენილებით განსაზღვრული წესით.
3.   დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4.   დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6.    დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



რექტორი, პროფესორი                                                       აკადემიკოსი   ვლადიმერ  პაპავა
 აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე