დადგენილება №105/2015 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 27 ივლისის №79/2015 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ

დადგენილება №105/2015
28 სექტემბერი   2015

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 27 ივლისის  №79/2015 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის  დამტკიცებაზე უარის თქმის  შესახებ 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-8 მუხლის მე-13 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2015  წლის 6 ივლისის №104/01-01 ბრძანების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2015 წლის 27 ივლისის №79/2015 დადგენილება) გადაწყვეტილებისა და საკონკურსო-სააპელაციო კომისიის დასკვნის (წერილი: 08.09.2015,  №30912/02) და თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის 16.09.2015, №32989/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.     უარი ეთქვას საკონკურსო კომისიას მის მიერ წარმოდგენილი შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებაზე.
2.   დაევალოს საკონკურსო კომისიას კონკურსის ჩატარების მოქმედ წესთან სრულ შესაბამისობაში ჩაატაროს საკონკურსო პროცედურები, გაითვალისწინოს საკონკურსო-სააპელაციო კომისიის მიერ გამოთქმული შენიშვნები, უზრუნველყოს კომისიის შემაჯამებელი ოქმის დადგენილი წესით გამოქვეყნება.
3. კონკურსის შედეგები აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარედგინოს უნივერსიტეტის მიერ დადგენილი პროცედურების დაცვით, არა უგვიანეს 2015 წლის 28 ოქტომბრისა. 
4.    დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
5. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.    წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
7.    დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



რექტორი, პროფესორი                                                         აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა 
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე