დადგენილება №68/2015
6 ივლისი, 2015
„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 02.07.2015, №21565/02, 29.06.2015, №21150/02 წერილების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.
შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების I ნაწილის შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) I ნაწილის “ა“ პუნქტის მე-3 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფიზიკა“ (დანართი 3);
ბ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-4 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ქიმია“ (დანართი 4);
გ) I ნაწილის „ა“ პუნქტის 81 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია“ (დანართი 190);
დ) I ნაწილის “ბ“ პუნქტის მე-14 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ფუნდამენტური ფიზიკა“ (დანართი 14);
ე) I ნაწილის “ბ“ პუნქტის მე-15 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი ფიზიკა“ (დანართი 15);
ვ) I ნაწილის “ბ“ პუნქტის მე-16 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ქიმია“ (დანართი 16);
ზ) I ნაწილის “ბ“ პუნქტის მე-18 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ბიოლოგია“ (დანართი 18);
თ) I ნაწილის “გ“ პუნქტის 27-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ქიმია“ (დანართი 27).
2.
შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების II ნაწილის შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) II ნაწილის “ა“ პუნქტის 34-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 34);
ბ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 35-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (ქართულ-რუსულენოვანი)“ (დანართი 35);
გ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 36-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 36);
დ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 37-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სოციოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 37);
ე) II ნაწილის „ა“ პუნქტის 38-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სოციალური მუშაობა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 38);
ვ) II ნაწილის „ა“ პუნქტის მე-40 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „საზოგადოებრივი გეოგრაფია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 40);
ზ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 41-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „საერთაშორისო ურთიერთობები “ (დანართი 41);
თ) II ნაწილის “გ“ პუნქტის 43-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გენდერის კვლევა “ (დანართი 43);
ი) II ნაწილის “გ“ პუნქტის 45-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „მასობრივი კომუნიკაციის და მედიის კვლევები“ (დანართი 45);
კ) II ნაწილის “გ“ პუნქტის 62-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „საზოგადოებრივი გეოგრაფია“ (დანართი 62);
ლ) II ნაწილის “გ“ პუნქტის 63-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერება“ (დანართი 63);
მ) II ნაწილის “გ“ პუნქტის 66-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევები” (დანართი 66);
ნ) II ნაწილის “დ“ პუნქტის 72-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ სოციალური მუშაობა“ (დანართი 72);
ო) II ნაწილის “დ“ პუნქტის 73-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „სოციოლოგია“ (დანართი 73);
პ) II ნაწილის “დ“ პუნქტის 74-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერება“ (დანართი 74);
ჟ) II ნაწილის “დ“ პუნქტის 75-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „საზოგადოებრივი გეოგრაფია“ (დანართი 75);
რ) II ნაწილის “დ“ პუნქტის 761 ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „მასობრივი კომუნიკაცია“ (დანართი 198);
ს) II ნაწილის “დ“ პუნქტის 762 ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „საერთაშორისო ურთიერთობები“ (დანართი 199);
ტ) II ნაწილის “დ“ პუნქტის 767 ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „კულტურის და მედიის სოციოლოგია“ (დანართი 252);
უ) II ნაწილის “დ“ პუნქტის 768 ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „კონფლიქტების ანალიზი და მართვა“ (დანართი 257).
3.
დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4.
დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.
წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
6.
დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე