დადგენილება №113/2015 - „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

დადგენილება №113/2015
26 ოქტომბერი 2015

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 26.10.2015, №39760/02 და 26.10.2015,  №39761/02 წერილების საფუძველზე, 

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების I ნაწილის შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) I ნაწილის “ბ“ პუნქტის მე-9 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება“ (დანართი 9);
ბ) I ნაწილის “ბ“ პუნქტის მე-10 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ინფორმაციული სისტემები“ (დანართი 10);
გ) I ნაწილის “ბ“ პუნქტის მე-11 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ინფორმაციული ტექნოლოგიები“ (დანართი 11).
2. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:

ა)  III  ნაწილის  “დ“ პუნქტს დაემატოს 8612, 8613, 8614, 8615 და 8616 ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს  შემდეგი შინაარსით: 
“8612. საბაჟო საქმის სპეციალისტი (მე-5 საფეხური) (დანართი 261);
 8613  . საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი (მე-5 საფეხური) (დანართი 262);
8614. ტუროპერატორი (მე-5 საფეხური) (დანართი 263);
8615. სასტუმრო საქმის სპეციალისტი (მე-4 საფეხური) (დანართი 264);
8616. შემფასებელი (მე-5 საფეხური) (დანართი 265);“

ბ)  VI  ნაწილის  “ა“ პუნქტს დაემატოს 1041  ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს  შემდეგი შინაარსით: 
“1041. ბიბლიოთეკარი (მე-4 საფეხური) (დანართი 266);“
გ)  VII  ნაწილს  დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ პუნქტი: 
„ ე) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები:
217. ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი (მე-5 საფეხური) (დანართი 267)."
3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4.   დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
6.  დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორი, პროფესორი                                                         აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე