06.04.2015
შრომის სამართლის სტატიათა ორი კრებულის პრეზენტაცია!
შრომის სამართლის სტატიათა ორი კრებულის პრეზენტაცია! 2015  წლის, 6  აპრილი, 18:00  საათზე,  თსუ I  კორპუსის  ნულოვან  სართულზე, 006  აუდიტორიაში  გაიმართება  შრომის  სამართლის  სტატიათა  ორი  კრებულის   პრეზენტაცია: შრომის  სამართლის  უახლესი  ცვლილებების  სამართლებრივი  ასპექტები შრომის  სამართლის  სტატიათა  კრებული III შრომის  სამართლის  უახლესი  ცვლილებების  სამართლებრივი  ასპექტები  შემუშავებულია  შრომის  კოდექსში 2013 წელს  შესული  ცვლილებების  ირგვლივ.  შეგახსენებთ,  რომ  ამავე  წლის  ოქტომბერში გაიმართა  კონფერენცია,  რომელიც  ამცვლილებების  სამართლებრივ  მიმოხილვას  ეძღვნებოდა.  კრებულში  შესული  სტატიები  სწორედ  ამ  კონფერენციის ფარგლებში  განხილულ  თემებზე  და კონფერენციაზე  გამოთქმული  მომსაზრებებისა  და  მიგნებების  ირგვლივ  აიგო  და დამუშავდა.   შრომის  სამართლის  სტატიათა  კრებული III  წარმოადგენს  სტატიათა  კრებულის  მესამე  გამოცემას,  რომელიც მიმოიხილავს  აქტუალურ  შრომით სამართლებრივ  საკითხებს.  მასში  სტატიების  გარდა გადმოცემულია  საინტერესო  სასამართლო  გადაწყვეტილებები  შრომის  სამართალში. პრეზენტაცია ორგანიზებულია  თსუ- ი ს  იურიდიული  ფაკულტეტისა   და  გერმანიის  საერთაშორისო  თანამშრომლობის  საზოგადოების   მიერ....
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
« 1 ... 77 78 79 80 81 ... 142 »