დადგენილება №105/2012
5 ნოემბერი, 2012



უცხოეთში სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაგროვებული კრედიტების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
 
აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს უცხოეთში სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაგროვებული კრედიტების აღიარების წესი (დანართი 1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „უცხოეთის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დროს დაგროვილი კრედიტების აღიარების წესის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ თსუ აკადემიური საბჭოს  2010 წლის 25 ივნისის № 59/2010  დადგენილება.

3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი