დადგენილება №110/2012
14 ნოემბერი, 2012




ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრულ პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 46–ე  მუხლის,  „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012  წლის 19 სექტემბრის №125/01–01 ბრძანებისა და აკადემიური საბჭოს 2012 წლის 29 ოქტომბრის №101/2012 დადგენილებით შექმნილი ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიების 2012 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებების (წერილები: №29077/02, 08.11.2012 და №29101/02, 09.11.2012) საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების საფუძველზე, ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრულ პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:

I. კერძო სამართლის მიმართულებით:
ა) ირაკლი ბურდული.

II. საერთაშორისო სამართლის მიმართულებით:
ა) ირინე ქურდაძე;
ბ) ქეთევან ხუციშვილი.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი