დადგენილება №118/2012 - ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ(კოდიფიცირებული)

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
2013 წლის 21 ოქტომბრის №116/2013
დადგენილებით

დადგენილება №118/2012
10 დეკემბერი, 2012



ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 06.12.2012 №31635/02  წერილის  საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. მიღებულ იქნეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულება (დანართი №1) და დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის  კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

გამოქვეყნების თარიღი:2017-05-31 11:32:46