დადგენილება №127/2012
17 დეკემბერი, 2012



„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 22 თებერვლის №12/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ხ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 22 თებერვლის №12/2012 დადგენილებით დამტკიცებული  დანართი №1–ის მე–3 მუხლის მე–3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სიმონ ყაუხჩიშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზი.“.

2. დადგენილებით მიღებული საკითხი დასამტკიცებლად გადაეცეს თსუ წარმომადგენლობით საბჭოს.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი