დადგენილება №128/2012
17 დეკემბერი, 2012



აკადემიური საბჭოს ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად
გამოცხადების შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის “ბ“ ქვეპუნქტისა  და  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული „აკადემიური საბჭოს რეგლამენტის“ მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის №32431/02, 14.12.2012 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.    ძალადაკარგულად გამოცხადდეს აკადემიური საბჭოს შემდეგი დადგენილებები:
ა) „გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“  2007 წლის 28 დეკემბრის №67 დადგენილება;
ბ) „ინდივიდუალური (გარდამავალი პერიოდის) სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ 2007 წლის 8 ოქტომბრის №50 დადგენილება;
გ) „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური (გარდამავალი პერიოდის) სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“  2007 წლის 26 სექტემბრის №43 დადგენილება;
დ) „2008-2009 წლის შემოდგომის სემესტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ 2008 წლის 7 სექტემბრის №142 დადგენილება;
ე) „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009-2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“  2009 წლის 16 ივნისის №263 დადგენილება;
ვ) „2008-2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“  2009 წლის 27 თებერვლის №183 დადგენილება;
ზ) „2008-2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“   2009 წლის 16 მარტის №195 დადგენილება;
თ) „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009-2010 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“  2010 წლის 25 იანვრის №4/2010 დადგენილება;
ი) „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“  2010 წლის 25 ივნისის №66/2010 დადგენილება;  
კ) „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 5 თებერვლის №9/2010 დადგენილება;
ლ) „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2010 წლის გაზაფხულის სემეტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 5 თებერვლის №7/2010 დადგენილება;
მ) „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010/2011  სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“  2011 წლის 11 აპრილის №32/2011 დადგენილება.
2. დაევალოს თსუ ფაკულტეტებს ორი თვის ვადაში უზრუნველყონ ამ დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადებული სადოქტორო პროგრამების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების კრედიტების დაანგარიშება და გადაყვანა თავსებად მოქმედ აკრედიტებულ პროგრამებზე.
3. ამ დადგენილებით ძალადაკარგულ სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების თავსებად აკრედიტებულ პროგრამებზე გადაყვანისას სასწავლო და კვლევითი კომპონენტის აღიარება მოხდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სტუდენტთა ინტერესის მაქსიმალური დაცვით.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი