დადგენილება №15/2012
1 მარტი, 2012


გარდამავალ პერიოდში ფაკულტეტის საბჭოს ფორმირებისათვის აუცილებელი ღონისძიებების შესახებ


ვინაიდან ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბერის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება ითვალისწინებს ფაკულტეტის საბჭოების ფორმირების ახალ წესს, უნივერსიტეტში არსებული ფაკულტეტის დებულებებები წინააღმდეგობაში მოდის უნივერსიტეტის მოქმედ წესდებასთან. წესდების მოქმედი დებულებები არ ითვალისწინებს ფაკულტეტის საბჭოს არჩევის წესსა და არჩევნების დანიშვნის ვადებს. ამასთან, დებულების შემუშავება–განხილვას, მოქმედი წესდება განსაზღვრავს ფაკულტეტის არჩეული საბჭოს მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის აკადემიური საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით:

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-აკადემიური საქმიანობის ეფექტურად წარმართვის აუცილებლობიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებული გადაუდებელი საკითხების გადაწყვეტის მიზნით:
ა) უნივერსიტეტის ფაკულტეტების საბჭოების არჩევნების თარიღი განისაზღვროს უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით.
ბ) დაევალოს
ფაკულტეტებს ფაკულტეტის საბჭოს წევრთა ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა და გარდამავალ პერიოდში ფაკულტეტის საბჭოს არჩევნების ჩატარების წესის პროექტის წარდგენა უნივერსიტეტის იურიდიულ დეპარტამენტში არა უგვიანეს 2012 წლის 9 მარტისა.
გ) დაევალოს უნივერსიტეტის იურიდიულ დეპარტამენტს არაუგვიანეს 14 მარტისა უზრუნველყოს გარდამავალ პერიოდში ფაკულტეტის საბჭოების არჩევნების ჩატარების წესის უნივერსიტეტის რექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენა.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი