დადგენილება  № 24/2012
4 აპრილი, 2012


„ა(ა)იპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ  და  პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთათვის  შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2012 წლის 19 მარტის  №23/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტისა და თამარ ბოკუჩავას პირადი განცხადების (26.03.2012, №7234/02) საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. ამოღებულ იქნეს „ა(ა)იპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ  და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთათვის  შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 19 მარტის №23/2012 დადგენილების დანართი №1-ის მე–12 პუნქტი: „12. თამარ ბოკუჩავა“ და მას შრომითი ხელშეკრულება შეუწყდეს 2012 წლის 27 მარტიდან.

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი