დადგენილება №26/2012
11 აპრილი, 2012
11 აპრილი, 2012
„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 22.03.2012, №6920/02 და 22.03.2012, №6921/02 წერილების, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 11.04.2012, №8757/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57 დადგენილების პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტით დამტკიცებულ მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-18, მე-19, მე-20, 21-ე, 22-ე, 23-ე დანართებში შევიდეს ცვლილებები და მეორე და მესამე სემესტრებში შეტანილ იქნეს 5 კრედიტიანი შემდეგი არჩევითი კურსები:
ა) „უცხოური ენა 1“ (დანართი 1);
ბ) „უცხოური ენა 2“ (დანართი 2).
2. მესამე ნაწილის „ა“ პუნქტით დამტკიცებულ 77-ე დანართში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ეკონომიკური პოლიტიკის მოდულის მერვე სემესტრში სასწავლო კურსი „ანტიმონოპოლიური პოლიტიკა“ (10 ECTS კრედიტი) შეიცვალოს ამავე სახელწოდების 5 კრედიტიანი სასწავლო კურსით (დანართი 3).
ბ) დაემატოს სასწავლო კურსი „სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირება“ (პრაქტიკული კურსი) (5 ECTS კრედიტი) (დანართი 4).
3. მესამე ნაწილის „გ“ პუნქტით დამტკიცებულ 84-ე, 85-ე და 86–ე დანართებში შევიდეს ცვლილება და სასწავლო კურსებს დაემატოს არჩევითი სასწავლო კურსი „სტატისტიკური პროგნოზირების მეთოდები ეკონომიკასა და ბიზნესში“( 5 ECTS კრედიტი) (დანართი 5).
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი