დადგენილება №28/2012
23 აპრილი, 2012
23 აპრილი, 2012
ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
20.06.2012, №52/2012 დადგენილებით
ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესისა“ და რექტორის 2012 წლის 15 მარტის №42/01-01 ბრძანების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) მარიამ გერსამია – კომისიის თავმჯდომარე, სრული პროფესორი;
ბ) თამარ დოლბაია – კომისიის მდივანი, ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე;
გ) იოსებ სალუქვაძე – სრული პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება;
დ) იაგო კაჭკაჭიშვილი – სრული პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება;
ე) მალხაზ მაცაბერიძე – სრული პროფესორი, პოლიტიკური მეცნიერების მიმართულება;
ვ) თამარ გაგოშიძე – სრული პროფესორი, ფსიქოლოგიის მიმართულება;
ზ) მარი წერეთელი – ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკის მიმართულება.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი