დადგენილება №32/2012
7 მაისი, 2012
7 მაისი, 2012
ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
20.06.2012 წლის №51/2012 დადგენილებით
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებასა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული წესების გარდამავალი რეგულირების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. ამ დადგენილების მიღებისას ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად მიმდინარე კონსურსი (გამოცხადებული თსუ რექტორის №42/01–01, 15.03.2012 ბრძანებით) ჩატარდეს აკადემიური საბჭოს შემდეგი დადგენილებების საფუძველზე:
ა) „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ“ (2008 წლის 28 მაისი, №91);
ბ) „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ” (2009 წლის 21 სექტემბერი, №268).
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად მიმდინარე კონკურსის დასრულებამდე.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი