დადგენილება №35/2012
28 მაისი, 2012


წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივნის, კარდინალ ტარჩიზიო ბერტონესათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ



,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წესდების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და იურიდიული ფაკულტეტის 25.05.2012, №12573/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. წმინდა საყდარსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების მხარდაჭერისათვის, ცნობილ მეცნიერსა და პოლიტიკურ მოღვაწეს, წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ ტარჩიზიო ბერტონეს მიენიჭოს  ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი