დადგენილება №55/2012
27 ივნისი, 2012
27 ივნისი, 2012
„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 11 ივნისის №39/2012 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №36/2012 დადგენილების მე–4 მუხლის პირველი და მე–3 პუნქტების, ასევე მედიცინის ფაკულტეტის 25.06.2012, №15332/02, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 27.06.2012, №15514/02 და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 26.06.2012, №15477/02 წერილების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 11 ივნისის №39/2012 დადგენილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ–ჰ4“ ქვეპუნქტები:
„ნ) ზაზა ალექსიძე;
ო) დალილა ფანჯიკიძე;
პ) ჯემალ შარაშენიძე;
ჟ) ვახტანგ იმნაიშვილი;
რ) ნათელა ქუთელია;
ს) ლელი ბარამიძე;
ტ) მერაბ რობაქიძე;
უ) იუზა ევგენიძე;
ფ) თამაზ კარანაძე;
ქ) ციცინო ხვედელიძე;
ღ) ნანა გოგოლაშვილი;
ყ) ნოდარ ფორაქიშვილი;
შ) თეიმურაზ ქურდოვანიძე;
ჩ) მერი ნიკოლაიშვილი;
ც) ნოდარ ლეკიშვილი;
ძ) ანატოლი ახალკაცი;
წ) ჯუმბერ კერესელიძე;
ჭ) გიორგი ჩაჩავა;
ხ) მიხეილ გედევანიშვილი;
ჯ) სიმონ წერეთელი;
ჰ) რიჩარდ მეგრელიშვილი;
ჰ1) გურამ ღონღაძე;
ჰ2) ედუარდ ჩიკვაიძე;
ჰ3) ბონდო ქობულია;
ჰ4) ლავრენტი მანაგაძე.“.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. ამ დადგენილების პირველი პუნქტის:
ა) „ნ–ჩ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 30.05.2012, №69/01-01 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული კონკურსის შედეგად კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის თაობაზე აკადემიური საბჭოს დადგენილების ძალაში შესვლისთანავე;
ბ) „ც–ჰ2“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს „ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 30.05.2012, №68/01-01 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული კონკურსის შედეგად კანდიდატთა არჩევის თაობაზე აკადემიური საბჭოს დადგენილების ძალაში შესვლისთანავე;
გ) „ჰ3–ჰ4“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 31.05.2012, №74/01-01 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული კონკურსის შედეგად კანდიდატთა არჩევის თაობაზე აკადემიური საბჭოს დადგენილების ძალაში შესვლისთანავე.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი