დადგენილება №60/2012
13 ივლისი, 2012



ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 2012 წლის 29 მაისის №67/01-01 ბრძანების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს,

1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) აკაკი ხელაძე – თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) გია ბარკალაია – ვი-თი-ბი ბანკის მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი, დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნია შარაშიძე – ეკონომისტი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი (კომისიის მდივანი);
დ) გიორგი დობორჯგინიძე - კონსალტინგი, ტრანსქეა ეი-ჯი, დორნიერ კონსალტინგი, დოქტორი;
ე) ოთარ გორგოძე - სპეციალიზებული ჯგუფების და საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტი, საქართველოს ეროვნული ბანკი;
ვ) გიორგი ბაქრაძე - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი, საქართველოს ეროვნული ბანკი;
ზ) ალექსანდრე ჯეჯელავა - კონსალტინგი, დამფუძნებელი, მართვის აკადემია;
თ) გოგი ლოლაძე - სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე, საქართველოს საფონდო ბირჟა;
ი) არჩილ კუკულავა - თსუ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
კ) გიორგი ღვედაშვილი – თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი