დადგენილება №76/2012
10 აგვისტო, 2012


ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 2012 წლის 19 ივნისის №79/01-01 ბრძანების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ანდრო ბარნოვი – ექსპერტი, საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) მარიამ გერსამია – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, სრული პროფესორი;
გ) თამარ დოლბაია - კომისიის მდივანი, დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი;
დ) ავთანდილ ჩუთლაშვილი – თსუ რექტორის მოადგილე, ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;
ე) ვასილ ბარამიძე - თსუ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
ვ) ნანა ტალახაძე -  ასოცირებული პროფესორი;
ზ) ნინო დურგლიშვილი – ასოცირებული პროფესორი;
თ) თამარ გაგოშიძე – სრული პროფესორი;
ი) რევაზ ჯორბენაძე – ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე;
კ) ალექსანდრე კუხიანიძე – სრული პროფესორი.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი