დადგენილება №91/2012
24 სექტემბერი, 2012


ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგიერთი სამაგისტრო პროგრამის ამოქმედების შესახებ

 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 24.09.2012, №24022/02 და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 21.09.2012  №24204/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების მე–12, მე–13, მე–14, მე–15, მე–17, 21–ე, 231 –ე,142–ე, 143–ე, 144–ე, 152–ე, 153–ე, 156–ე, 157–ე, 160–ე, 163–ე, 171–ე, 172–ე, 174–ე და 177–ე ქვეპუნქტებით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამები 2012–2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ამოქმედდეს 5–ზე ნაკლები მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვის შემთხვევაში.

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ს კანცელარიას.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი