დადგენილება №138/2016
30 ნოემბერი,2016
30 ნოემბერი,2016
„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 28.11.2016, №42742/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების III ნაწილის „ა“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „791“ ქვეპუნქტი:
„791. ეკონომიკა (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა) (დანართი 274).”
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე