დადგენილება №42/2016 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/1280-14) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 8 ივლისის №80/2013 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 10 თებერვლის №10/2016 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ახალი და უახლესი ისტორიის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ნინო კიღურაძის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
 

დადგენილება №145/2016 - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის №139/2013 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

დადგენილება №145/2016
5 დეკემბერი, 2016


„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის №139/2013 დადგენილებაში  ცვლილებებისა და დამატებების  შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 02.12.2016, №43486/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის №139/2013 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ  №1 დანართში:

ა)  მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

,,4.  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, კრედიტების განაწილებისა და პროფესიული სტუდენტის სასწავლო საქმიანობის (დატვირთვის) და პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასების წესი განისაზღვრება შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტით ან/და მოდულით.“;

ბ)  მე-13 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 13. პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის (საგნობრივი) და ჩარჩო (მოდულური) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის“;

გ)  მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები:

,,6.  სტუდენტის შეფასება ხდება მოდულის შესრულების კრიტერიუმების თანახმად, მოდულის მისაღწევი შედეგებისა და შესრულების სპეციფიკიდან და შეფასების მიზნიდან გამომდინარე, შეფასების ინსტრუმენტს განსაზღვრავს მოდულის ხელმძღვანელი.
7.  მოდულის სწავლისას, განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის დამატებითი შეფასება არაუგვიანეს 7 დღისა. დამატებითი განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში, იმ მოდულისათვის, რომელიც არ წარმოადგენს სხვა მოდულის შესწავლის წინაპირობას, პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს სწავლის შედეგების მიღწევის დამატებითი შეფასება მოითხოვოს პროგრამის დასრულებამდე, დაწესებულების მიერ დადგენილი ტარიფის გადახდის შემდეგ, თუ მოდული არ წარმოადგენს სხვა მოდულის წინაპირობას.
8.  შეფასების პროცესი დასრულებულად ითვლება მხოლოდ შეფასების შედეგების დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ.“;

დ)  მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

,,6.  ჩარჩო (მოდულური) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის შეფასება აუცილებლად უნდა მოიცავდეს განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებს, რომლებიც ემსახურებიან სტუდენტის მიერ ცოდნის ათვისებისა და უნარების განვითარების პროცესის სწორად წარმართვასა და მიღწევების დონის განსაზღვრას.
7.  განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის პრინციპების გამოყენებით. განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს ორი ტიპის შეფასებას:
ა)  სწავლის შედეგი დადასტურდა;
ბ)  სწავლის პრინციპი ვერ დადასტურდა.“;

ე)  მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. კვალიფიკაციის მინიჭება

1.  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ პროფესიულ სტუდენტს ენიჭება შესაბამისი კვალიფიკაცია. კვალიფიკაციას დადგენილი წესის თანახმად ანიჭებს შესაბამისი ფაკულტეტი.
2.  კვალიფიკაციის მინიჭებისათვის პროფესიული საგანმანათლებლო (მოდულური) პროგრამის პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს ყველა ზოგადი და პროფესიული სავალდებულო მოდულით გათვალისწინებული კრედიტები, ასევე არჩევითი პროფესიული მოდულებიდან 20 კრედიტი.“.

2.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4.  დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე



გამოქვეყნების თარიღი:2016-12-16 16:33:01