დადგენილება №140/2016
5 დეკემბერი, 2016
5 დეკემბერი, 2016
„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 05.12.2016, №43570/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) III ნაწილის „დ“ პუნქტის 8612 ქვეპუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „საბაჟო საქმის სპეციალისტი (მე-5 საფეხური)“ (დანართი 261);
ბ) III ნაწილის „დ“ პუნქტის 8613 ქვეპუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი (მე-5 საფეხური)“ (დანართი 262);
გ) III ნაწილის „დ“ პუნქტის 8614 ქვეპუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „ტუროპერატორი (მე-5 საფეხური)“ (დანართი 263);
დ) III ნაწილის „დ“ პუნქტის 8615 ქვეპუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „სასტუმრო საქმის სპეციალისტი (მე-4 საფეხური)“ (დანართი 264);
ე) III ნაწილის „დ“ პუნქტის 8616 ქვეპუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „შემფასებელი (მე-5 საფეხური)“ (დანართი 265);
ვ) VI ნაწილის „ა“ პუნქტის 1041 ქვეპუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „ბიბლიოთეკარი (მე-4 საფეხური)“ (დანართი 266);
ზ) VII ნაწილის „ე“ პუნქტის 217-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი (მე-5 საფეხური)“ (დანართი 267).
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე