დადგენილება №19/2016
17 თებერვალი
2016
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორებისა და ასისტენტების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-7 ნაწილების, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 8 დეკემბრის №220/01-01 ბრძანებისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორებისა და ასისტენტების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2015 წლის 14 დეკემბრის №130/2015 დადგენილება) გადაწყვეტილების (წერილი: 16.02.2016, №5252/02) საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორებისა და ასისტენტების აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:
I. კერძო სამართლის მიმართულება:
ა) გიორგი რუსიაშვილი - ასისტენტ-პროფეროსი;
ბ) თამარ ზოიძე - ასისტენტ-პროფეროსი;
გ) გიორგი მახარობლიშვილი - ასისტენტ-პროფეროსი;
დ) ნატალია მოწონელიძე - ასისტენტ-პროფეროსი;
ე) გიორგი სვანაძე - ასისტენტ-პროფეროსი;
ვ) ქეთევან ქოჩაშვილი - ასისტენტ-პროფეროსი;
ზ) ნათია ჩიტაშვილი - ასისტენტ-პროფეროსი;
თ) აკაკი გაწერელია - ასისტენტი;
ი) დიანა ბერეკაშვილი - ასისტენტი;
კ) ეკატერინე ლაფაჩი - ასისტენტი;
ლ) დიმიტრი საძაგლიშვილი - ასისტენტი;
მ) ლევან ჯანაშია - ასისტენტი;
ნ) დემეტრე ეგნატაშვილი - ასისტენტი;
ო) სერგი ჯორბენაძე - ასისტენტი;
პ) გიორგი ამირანაშვილი - ასისტენტი.
II. სისხლის სამართლის მიმართულება:
ა) ლევან ხარანაული - ასისტენტ-პროფეროსი;
ბ) ლავრენტი მაღლაკელიძე - ასისტენტ-პროფეროსი;
გ) ირინე ხერხეულიძე - ასისტენტ-პროფეროსი;
დ) ბესიკ მეურმიშვილი - ასისტენტ-პროფეროსი;
ე) თემურ ცქიტიშვილი - ასისტენტ-პროფეროსი;
ვ) ნინო გოგნიაშვილი - ასისტენტ-პროფეროსი;
ზ) გიორგი გორაშვილი - ასისტენტ-პროფეროსი;
თ) თამარ ბერიშვილი - ასისტენტი;
ი) გიორგი ჩაკვეტაძე - ასისტენტი;
კ) მაკა ხოდელი - ასისტენტი;
ლ) ანრი ოხანაშვილი - ასისტენტი;
მ) მაგდა ტატიშვილი - ასისტენტი;
ნ) გიორგი დგებუაძე - ასისტენტი.
III. ადმინისტრაციული სამართლის მიმართულება:
ა) თამარ გვარამაძე - ასისტენტ-პროფეროსი;
ბ) თამარ ღვამიჩავა - ასისტენტი.
IV. კონსტიტუციური სამართლის მიმართულება:
ა) გია გოგიბერიძე - ასისტენტ-პროფეროსი;
ბ) ირაკლი კახიძე - ასისტენტ-პროფესორი;
გ) ზურაბ მაჭარაძე - ასისტენტი.
V. სამართლის ისტორიის მიმართულება:
ა) მარიამ ხოფერია - ასისტენტ-პროფეროსი;
ბ) ელზა ჩაჩანიძე - ასისტენტ-პროფესორი;
გ) სულხან ონიანი - ასისტენტ-პროფესორი;
დ) ანა წიგნაძე - ასისტენტი.
VI. საერთაშორისო სამართლის მიმართულება:
ა) მარიამ კევლიშვილი - ასისტენტ-პროფეროსი;
ბ) ნინო რუხაძე - ასისტენტ-პროფესორი;
გ) ირინე აღაპიშვილი - ასისტენტი;
დ) საბა ფიფია - ასისტენტი.
VII. სამართლის მეთოდების მიმართულება:
ა) მაკა ნუცუბიძე - ასისტენტ-პროფეროსი;
ბ) დიმიტრი გეგენავა - ასისტენტი.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 1 მარტის №14/2012 დადგენილება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6. წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს 2016 წლის 1 მარტიდან.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე